დონალდ ტუსკი: თუ ენერგიის ფასები ასეთი მაღალი დარჩება, ზღაპარი იქნება ჩინეთთან და შეერთებულ შტატებთან კონკურენციაზე ოცნება

დონალდ ტუსკი: თუ ენერგიის ფასები ასეთი მაღალი დარჩება, ზღაპარი იქნება ჩინეთთან და შეერთებულ შტატებთან კონკურენციაზე ოცნება

პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა „ვიშეგრადის ოთხეულის“ შეხვედრაზე ევროკავშირში ენერგომატარებლების მაღალი ფასები მკაცრად გააკრიტიკა.

ტუსკის განცხადებით, ძვირი ენერგიის პირობებში ევროკავშირი ჩინეთთან და ამერიკის შეერთებულ შტატებთან კონკურენციას ვერ შეძლებს.

საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს მონაცემებით, 2025 წელს ევროკავშირის ენერგოტევადი მრეწველობისთვის ელექტროენერგიის ფასი ჩინეთისა და ამერიკის მაჩვენებელს თითქმის ორჯერ აღემატებოდა.

„პოლონეთი და რეგიონის სხვა ქვეყნები ენერგომატარებლებში ყველაზე მაღალ ფასს იხდიან არა მხოლოდ ევროპაში, არამედ მთელ მსოფლიოში. ყველაფერი, რაც შეიცავს ენერგიის გაძვირების რისკს, ჩვენი მხრიდან დაიბლოკება. ეს ყოფნა-არყოფნის საკითხია. თუ ენერგიის ფასები ასეთი მაღალი დარჩება, ზღაპარი იქნება ჩინეთთან და შეერთებულ შტატებთან კონკურენციაზე ოცნება. ევროკავშირი სხვადასხვა ამბიციურ პოლიტიკურ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ერთი დღითაც ვერ გამოიჩენს გულუბრყვილობას“, - განაცხადა ტუსკმა.