ირაკლი ზარქუა ოპოზიციაზე: ერთმანეთს ამხელენ უსამშობლობაში, არაქართულ პოზიციაში, კორუფციაში, საქართველოს ინტერესების დაუცველობაში. ზუსტად ამას ვამბობდით ჩვენ

ირაკლი ზარქუა ოპოზიციაზე: ერთმანეთს ამხელენ უსამშობლობაში, არაქართულ პოზიციაში, კორუფციაში, საქართველოს ინტერესების დაუცველობაში. ზუსტად ამას ვამბობდით ჩვენ

დიასპორის საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ზარქუა რადიკალურ ოპოზიციაში ანა წითლიძესა და ნიკა გვარამიას შორის მიმდინარე დაპირისპირებას გამოეხმაურა.

მისი თქმით, რადიკალები ერთმანეთს უსამშობლობაში, კორუფციასა და არაქართული პოზიციის ქონაში ამხელენ, რასაც, მისივე შეფასებით, მმართველი გუნდი აქამდეც ამბობდა.

„ქართველებს გვაქვს კარგი გამოთქმა: ისეთი რაღაც ხდება ამ რადიკალებში, რომ დედა შვილს არ აიყვანს ხელში. ზუსტად ასეთი სურათია, რაც მიდის. ერთმანეთს ამხელენ უსამშობლობაში, არაქართულ პოზიციაში, კორუფციაში, საქართველოს ინტერესების დაუცველობაში. ზუსტად ამას ვამბობდით ჩვენ. რა უნდა უთხრას გვარამიამ წითლიძეს ან წითლიძემ გვარამიას, როდესაც ორივე ერთი ბელადიდან მოდიან?!“ – აღნიშნა ზარქუამ.