ალექსანდრე რაქვიაშვილი ნიკა გვარამიაზე: დაველოდოთ, ან თვითონ განიკურნება და დატოვებს პოლიტიკურ ცხოვრებას, ან იმედია, ხალხი მიხვდება, რომ ასეთი უცნაური ადამიანები საერთოდ არ უნდა იყვნენ პოლიტიკაში

ალექსანდრე რაქვიაშვილი ნიკა გვარამიაზე: დაველოდოთ, ან თვითონ განიკურნება და დატოვებს პოლიტიკურ ცხოვრებას, ან იმედია, ხალხი მიხვდება, რომ ასეთი უცნაური ადამიანები საერთოდ არ უნდა იყვნენ პოლიტიკაში

ოპოზიციაში დაპირისპირება გრძელდება - ბრალდებები ფინანსური გარიგებისა და მოსყიდვის შესახებ "ახლების", "ნაციონალურ მოძრაობისა" და იაგო ხვიჩიას პარტიას შორის ისმის.

მიხეილ სააკაშვილის თანაგუნდელები გვარამიას ნიკა გილაურისგან აღებულ მილიონებს ახსენებენ და მისგან კითხვებზე პასუხს ითხოვენ. თავად გვარამია კი ანა წითლიძეს ნულოვან პოლიტიკოსს უწოდებს და მასთან დებატებს არ აპირებს.

"თავისუფალი ხალხის პარტიის" სათათბიროს წევრი, ალექსანდრე რაქვიაშვილი ამბობს, რომ ნიკა გვარამია ოპოზიციურ ელექტორატში ავტორიტეტს ვერ ინარჩუნებს.

"ნაცმოძრაობა დაშალა, ფული წაართვა, აქტივისტები, პოლიტიკოსები და ამ ღალატს რომ ვეღარ ფარავს და ვერ ინარჩუნებს თავის რაღაც ესეთ ავტორიტეტს ოპოზიციურ ელექტორატში, ამის გამო, როგორც ჩანს, რაღაც პრობლემები დაეწყო. რაზე უნდა ვილაპარაკოთ, რომ ჩვენ ერთდროულად მიშას ვებრძვით და მიშას ვეხმარებით, "ქართულ ოცნებას" ვურიგდებით და "ქართულ ოცნებას" ვუპირისპირდებით და ეს ყველაფერი ხდება იმისთვის, რომ უშუალოდ ნიკა გვარამია დავაზიანოთ და ასე შემდეგ? ძალიან მძიმე მდგომარეობაშია, მე მგონი. დაველოდოთ, ან თვითონ განიკურნება და დატოვებს პოლიტიკურ ცხოვრებას, ან იმედია, ხალხი მიხვდება, რომ ასეთი უცნაური ადამიანები საერთოდ არ უნდა იყვნენ პოლიტიკაში." - აცხადებს ალექსანდრე რაქვიაშვილი.