პოლონელმა დეპუტატმა გჟეგოჟ ბრაუნმა პოლონეთში „უკრაინის მეამბოხე არმიის“ ობელისკი დააზიანა

პოლონელმა დეპუტატმა გჟეგოჟ ბრაუნმა პოლონეთში „უკრაინის მეამბოხე არმიის“ ობელისკი დააზიანა

ევროპარლამენტარმა, პოლონეთის სეიმის ყოფილმა დეპუტატმა გჟეგოჟ ბრაუნმა პოლონეთში დამონტაჟებული „უკრაინის მეამბოხე არმიის“ ობელისკი განგებ დააზიანა და ქვეყნის ხელისუფლებას მის სრულ დემონტაჟს სთხოვს.

როგორც დეპუტატმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, აღნიშნული ობელისკი „პოლონელების ხსოვნას შეურაცხყოფს“ და მისი სრული დემონტაჟი უნდა მოხდეს.

„უკრაინელთა მიერ პოლონელების გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნის შეურაცხმყოფელი ეს ობელისკი დაუყოვნებლივ უნდა მოიხსნას პროფესიონალური ხელსაწყოების გამოყენებით, როგორც კი ბანდერიზმის დანაშაული სათანადოდ იქნება დოკუმენტირებული!“ - დაწერა ბრაუნმა.

ობელისკი დოლგობიჩუვის მუნიციპალიტეტში, უკრაინის საზღვართან ახლოს მდებარეობს. ის 90-იან წლებში დაამონტაჟეს, როგორც საბჭოთა ხელისუფლებასთან მებრძოლი, დაღუპული უკრაინელების ხსოვნის მემორიალი. დეპუტატის თქმით, წლების განმავლობაში ადგილობრივი მოსახლეობა ობელისკისთვის ხელის ხლებას ერიდებოდა.