ლევან მაჭავარიანი თამარ კინწურაშვილს: „ნაცების“ დროს საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორი; „ნაცების“ დროს სააკაშვილის მრჩეველი; „ნაცების“ დროს ბოკერიას მოადგილე. ამ უკიდურესად „ნაცური“ წარსულის გათვალისწინებით, ვფიქრობ, რომ მინიმუმ ამორალურია თქვენი მხრიდან ფეისბუქზე გავრცელებული ინფორმაციის ფაქტობრივი სისწორის გადამოწმება

პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანი სოციალურ ქსელში თამარ კინწურაშვილის პოსტს პასუხობს, სადაც კინწურაშვილი მაჭავარიანის ციტატას აზიარებს და მას დამაკნინებლად მოიხსენიებს.

„ქალბატონო თამარ, არ არის საჭირო პირის ღრუს დაბინძურება, შეგიძლიათ, უფრო კორექტულად ჩამოაყალიბოთ ხოლმე თქვენი აზრი.

მსურს, საზოგადოებას შევახსენო თქვენი ბიოგრაფია:

• „ნაცების“ დროს საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორი;

• „ნაცების“ დროს სააკაშვილის მრჩეველი;

• „ნაცების“ დროს ბოკერიას მოადგილე.

ამ უკიდურესად „ნაცური“ წარსულის გათვალისწინებით, ვფიქრობ, რომ მინიმუმ ამორალურია თქვენი მხრიდან ფეისბუქზე გავრცელებული ინფორმაციის ფაქტობრივი სისწორის გადამოწმება", - წერს ლევან მაჭავარიანი.