კაია კალასი: უნდა ვაჩვენოთ, რომ მხარს ვუჭერთ უკრაინას და არ გვეშინია, წინააღმდეგ შემთხვევაში რუსეთი უბრალოდ მიაღწევს იმას, რაც სურს, კერძოდ - უკრაინის დაქვემდებარებას

კაია კალასი: უნდა ვაჩვენოთ, რომ მხარს ვუჭერთ უკრაინას და არ გვეშინია, წინააღმდეგ შემთხვევაში რუსეთი უბრალოდ მიაღწევს იმას, რაც სურს, კერძოდ - უკრაინის დაქვემდებარებას

საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკაში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, კაია კალასი მიიჩნევს, რომ პოლონეთის საზღვართან ახლოს რუსეთის მიერ განხორციელებული დარტყმა დასავლური სამყაროსთვის „გზავნილი“ იყო.

ამ თემაზე კაია კალასი ჟურნალისტებს ფინეთში, ევროპული არქტიკული სამიტის დაწყებამდე ესაუბრა.მისი თქმით, ევროკავშირი პროვოკაციებს არ უნდა აჰყვეს და უკრაინის მხარდაჭერა უნდა გააგრძელოს.

„მიზანი აშკარად დასავლური ქვეყნების დაშინება იყო, რათა მათ უარი თქვან უკრაინის მხარდაჭერასა და უკრაინაში ვიზიტებზე თავიანთი სოლიდარობის დასადასტურებლად. კითხვა იმაში მდგომარეობს, თუ რა გაკვეთილი უნდა გამოვიტანოთ ამ გზავნილიდან? მიმაჩნია, რომ ჩვენ საპირისპიროდ უნდა ვიმოქმედოთ. უნდა ვაჩვენოთ, რომ მხარს ვუჭერთ უკრაინას და არ გვეშინია, წინააღმდეგ შემთხვევაში რუსეთი უბრალოდ მიაღწევს იმას, რაც სურს, კერძოდ - უკრაინის დაქვემდებარებას. და, როგორც უკვე არაერთხელ აღმინიშნავს, ეს არ არის მათი საბოლოო მიზანი, ამიტომ მტკიცედ უნდა ვიდგეთ ჩვენს პოზიციაზე“, - განაცხადა კალაძემ.

13 სექტემბერს რუსეთმა პოლონეთის საზღვართან ახლოს სამგზავრო მატარებლის ლოკომოტივზე იერიში მიიტანა.