ლევან მაჭავარიანი: ბატონი მაკრონის და ბატონი მერცის რეიტინგები ისტორიულ მინიმუმზეა, მათი მართვის სტილი და პოლიტიკური დღის წესრიგი აბსოლუტურად ერთნაირია. შესაბამისად, ეს დამთხვევა შემთხვევითობას არ წარმოადგენს
„ბატონი მაკრონის და ბატონი მერცის რეიტინგები ისტორიულ მინიმუმზეა, მათი მართვის სტილი და პოლიტიკური დღის წესრიგი აბსოლუტურად ერთნაირია. შესაბამისად, ეს დამთხვევა შემთხვევითობას არ წარმოადგენს“, - განუცხადა „ქრონიკას“ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილე ლევან მაჭავარიანმა.
მაჭავარიანის თქმით, ორივე ქვეყანას მათ პირობებში უარი აქვთ ნათქვამი იაფ ენერგორესურსებზე და გაუძვირეს ცხოვრება თავიანთ მოქალაქეებს.
„ორივე ეს ლიდერი ამბობს, რომ უკრაინამ ბოლო უკრაინელამდე უნდა იბრძოლოს. ორივე ეს ლიდერი თავს ახვევს ულტრამემარცხენე, ფსევდოლიბერალურ იდეოლოგიას თავისი ქვეყნის მოსახლეობას და ორივე ეს ლიდერი ხელს უწყობს უკონტროლო მიგრაციას თავიანთა ქვეყანაში. ეს ყველაფერი, რაც მე ჩამოვთვალე, რა თქმა უნდა, არც გერმანელი, არც ფრანგი ხალხის დაკვეთა არ არის“, - აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა.
საფრანგეთში მაკრონის, გერმანიაში კი მერცის რეიტინგი დაბალ ნიშნულზეა. კვლევებით, ორივე ქვეყანაში მოსახლეობის უმრავლესობა მთავრობის საქმიანობით უკმაყოფილოა. სადამდე მიიყვანა ევროპული ბიუროკრატია „დიფ სთეითის“ მორჩილებამ, პოლიტიკური შეფასებები კეთდება თბილისში.