გიგა ფარულავა – ბოლო წელიწად-ნახევარში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ხელმძღვანელი ოთხჯერ შეეცვალა, რაც საზიანოა ქვეყნის ინტერესებისთვის
თამაზ ბორაშვილი როგორც პროფესიული, ოპერატიული თანამშრომელი, მის წინამორბედებზე უკეთესია, – ამის შესახებ პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, გიგა ფარულავამ განაცხადა.
მისი თქმით, რაც შეეხება უშუალოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, სამწუხაროდ, დღეს, ეს უწყება ემსახურება პარტიულ ინტერესებს და არა ქვეყნისა და საზოგადოებისას.
„ბოლო წელიწად-ნახევარში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ხელმძღვანელი ოთხჯერ შეეცვალა, რაც საზიანოა ქვეყნის ინტერესებისთვის“, – აღნიშნა ფარულავამ.