პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსად ლუკა ეხვაია დაინიშნა

პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსად ლუკა ეხვაია დაინიშნა

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსად ლუკა ეხვაია დაინიშნა.

საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ლუკა ეხვაია ის სხვადასხვა დროს საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლისა და თანაშემწის პოზიციებს იკავებდა საგარეო საკითხებში.

ლუკა ეხვაია საერთაშორისო ურთიერთობების მკვლევარი და სპეციალისტია. კავკასიის უნივერსიტეტის სახელმწიფო მართვის სკოლაში მას საერთაშორისო ურთიერთობების ბაკალავრის ხარისხი აქვს მიღებული, ხოლო ბოლონიის უნივერსიტეტში – პოლიტიკური მეცნიერებების ფაკულტეტის მაგისტრის ხარისხი.

ლუკა ეხვაია ასევე იყო ლაიფციგის უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სადოქტორო პროგრამის გლობალური და რეგიონული კვლევების მიმართულების დოქტორანტი, მოგვიანებით კი კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში პოლიტიკის მეცნიერების დოქტორანტი.