ახალციხეში, გვარამაძის ქუჩაზე გზის რეაბილიტაცია დასრულდა

ახალციხეში, გვარამაძის ქუჩაზე გზის რეაბილიტაცია დასრულდა

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერმა ვარლამ წიკლაურმა, სამცხე-ჯავახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულთან იოსებ ალიბეგაშვილთან და საკრებულოს თავმჯდომარე საბა კბილაშვილთან ერთად ქალაქ ახალციხეში, გვარამაძის ქუჩაზე გზის დასრულებული პროექტი დაათვალიერა. ინფორმაციას ახალციხის მერია ავრცელებს.

ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში საავტომობილო გზის 1340 მეტრიან მონაკვეთზე ასფალტ-ბეტონის საფარი დაიგო. მოეწყო მიერთებები და ეზოებში შესასვლელები.

სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა.

ინფრასტრუქტურული პროექტი ასევე, მერის მოადგილეებმა - ნოდარ ტატალიშვილმა, რუბენ კარაპეტიანმა და გიორგი მელიქიძემ, სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეებმა - დავით მუმლაძემ და ვახტანგ მერაბიშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეებმა, დავით ტაბატაძემ და ბესიკ კბილიაძემ დაათვალიერეს.

საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია მერიის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია და ამ მიმართულებით სამუშაოები მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.

მიმდინარე წელს კი მუნიციპალიტეტში 10 კილომეტრამდე სიგრძის გზა მოწესრიგდება.