ლადო სადღობელაშვილი გიორგი გველესიანის მიმართ ბულინგზე: მიუღებელია სპორტსმენებზე პოლიტიკური წნეხი და მათი იძულება, იმოქმედონ ვიწროპარტიული და უცხოეთიდან ანგაჟირებული აგენტურის დღის წესრიგით. გიორგის პოზიცია აჩვენებს, რომ მას აქვს საკუთარი, დამოუკიდებელი ხედვა და არ ერიდება მის დაფიქსირებას, რაც მისასალმებელია

ლადო სადღობელაშვილი გიორგი გველესიანის მიმართ ბულინგზე: მიუღებელია სპორტსმენებზე პოლიტიკური წნეხი და მათი იძულება, იმოქმედონ ვიწროპარტიული და უცხოეთიდან ანგაჟირებული აგენტურის დღის წესრიგით. გიორგის პოზიცია აჩვენებს, რომ მას აქვს საკუთარი, დამოუკიდებელი ხედვა და არ ერიდება მის დაფიქსირებას, რაც მისასალმებელია

ბოლო დღეებში ვადევნებთ თვალს მორიგ ბულინგისა და კრიტიკის ტალღას, რომელიც ეროვნული ნაკრების ფეხბურთელის, გიორგი გველესიანის მისამართით აგორდა. ადამიანი, რომელმაც ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს სახელით იბრძოლა და ქვეყანას უდიდესი სიხარული მოუტანა, დღეს თავდასხმის ობიექტი გახდა მხოლოდ იმის გამო, რომ გაბედა, დასვა კითხვები და დააფიქსირა თავისი პოზიცია, - წერს ანალიტიკოსი ლადო სადღობელაშვილი სოციალურ ქსელში.

მისივე თქმით, მიუღებელია სპორტსმენებზე პოლიტიკური წნეხი და მათი იძულება, იმოქმედონ ვიწროპარტიული და უცხოეთიდან ანგაჟირებული აგენტურის დღის წესრიგით, რაც შეეხება გველესიანს, ანალიტიკოსი აღნიშნავს, რომ მისი პოზიცია აჩვენებს, რომ აქვს საკუთარი, დამოუკიდებელი ხედვა და არ ერიდება მის დაფიქსირებას.

სადღობელაშვილის შეფასებით, განსხვავებული აზრის გამო ადამიანის „მოღალატედ“ გამოცხადება ან მისთვის იარლიყების მიწებება ეწინააღმდეგება იმ დემოკრატიულ ღირებულებებს.

„აზრის გამოხატვის თავისუფლება და საკუთარი ხედვა არ არის დანაშაული!

ბოლო დღეებში ვადევნებთ თვალს მორიგ ბულინგისა და კრიტიკის ტალღას, რომელიც ეროვნული ნაკრების ფეხბურთელის, გიორგი გველესიანის მისამართით აგორდა. ადამიანი, რომელმაც ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს სახელით იბრძოლა და ქვეყანას უდიდესი სიხარული მოუტანა, დღეს თავდასხმის ობიექტი გახდა მხოლოდ იმის გამო, რომ გაბედა, დასვა კითხვები და დააფიქსირა თავისი პოზიცია!

როდესაც სპორტსმენი სვამს კითხვას, თუ რა გავლენას მოახდენს ესა თუ ის პოლიტიკური ან ეკონომიკური ნაბიჯი ჩვენი ქვეყნის მომავალზე, ეს ჯანსაღი, მოქალაქეობრივი აზროვნების გამოვლინებაა და არა კრიტიკის მიზეზი. მე დარწმუნებული ვარ, ყველა საღად მოაზროვნე ადამიანი ფიქრობს ამ საკითხზე.

- მიუღებელია სპორტსმენებზე პოლიტიკური წნეხი და მათი იძულება, იმოქმედონ ვიწროპარტიული და უცხოეთიდან ანგაჟირებული აგენტურის დღის წესრიგით. გიორგის პოზიცია აჩვენებს, რომ მას აქვს საკუთარი, დამოუკიდებელი ხედვა და არ ერიდება მის დაფიქსირებას, რაც მისასალმებელია!

განსხვავებული აზრის გამო ადამიანის „მოღალატედ“ გამოცხადება ან მისთვის იარლიყების მიწებება ეწინააღმდეგება იმ დემოკრატიულ ღირებულებებს, რომელზეც ყველა ვთანხმდებით.

ჩვენ ვალდებულები ვართ პატივი ვცეთ თითოეული მოქალაქის, მათ შორის ჩვენი სპორტსმენების უფლებას, ჰქონდეთ საკუთარი მოსაზრება და თავისუფლად გამოხატონ იგი!

- სრულ მხარდაჭერას ვუცხადებ გიორგის და მადლობა იმ თავგანწირული თამაშისთვის, რაც მან ანახა ეროვნული ნაკრების მაისურით !“ - წერს სადღობელაშვილი.

გიორგი გველესიანმა „ჯეო თიმთან“ ინტერვიუში 2024 წლის მოვლენების შესახებ განაცხადა: „საქართველო იდგა ეგზისტენციალური საფრთხის ქვეშ. არჩევანი იყო „ქართულ ოცნებასა“ და კოლექტიურ ქვეყნის მოღალატეებს შორის - ყველა პოზასა და ყველა სიტუაციაში გამოჭერილი, გაფუჭებული მოღალატეები სანამ არ მოშორდებიან ქართულ პოლიტიკურ ველს, მანამდე ძალიან რთულია რაიმე სიკეთეზე საუბარი“. მან ასევე აღნიშნა: „ფეხბურთელებს წნეხი ჰქონდათ სხვადასხვა ძალისგან, რომ მხარდამჭერი პოსტები დაედოთ. უმეტესობამ დაწერა - „ჩვენი გზა არის ევროპაში“. მე შეკითხვა დავსვი, ვიცით, რას მოუტანს ეს ჩვენს ეკონომიკას? რაიმე კავშირში შესვლა რატომ არის ჩვენი პანაცეა და მაშინდელი ძალები მე თავს დამესხნენ“.