მოსამართლე „კოალიცია ცვლილებებისთვის“ წარმომადგენელს: ბატონო გიორგი, 8 ოქტომბრის რეზოლუცია რა შუაშია? რეზოლუცია საქმესთან შემხებლობაში არ არის, სხვაგან გააცანით თუ საზოგადოებისთვისაა, თქვენ სასამართლოს ელაპარაკებით

ბატონო გიორგი, 8 ოქტომბრის რეზოლუცია რა შუაშია? საერთაშორისო კონტექსტი ვიცით, ეს რეზოლუციაც ყველამ ვიცით, ყველასთვის ცნობილია. რა შუაშია 8 ოქტომბრის რეზოლუცია?, - ასე მიმართა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ რევაზ ნადარაიამ „კოალიცია ცვლილებისთვის“ წარმომადგენელ გიგა ლემონჯავას მას შემდეგ, რაც ლემონჯავამ ევროპარლამენტის მიერ 2026 წლის 8 ოქტომბერს რეზოლუციის მიღების ფაქტზე ისაუბრა.

როგორც მოსამართლე ნადარაიამ განმარტა, რეზოლუციას სარჩელთან არანაირი კავშირი არ აქვს.

„გასაგებია, რომ ეს რეზოლუცია მიიღეს, ყველასთვის ცნობილი ფაქტია. სხვაგან წააკითხეთ [საზოგადოებას], რეზოლუცია საქმესთან შემხებლობაში არ არის, სხვაგან გააცანით თუ საზოგადოებისთვისაა, თქვენ სასამართლოს ელაპარაკებით“, - აღნიშნა ნადარაიამ.