გივი მიქანაძე: 91 სახელმწიფოს შორის ყველაზე დიდი პროგრესი სწორედ საქართველოს აქვს და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები იყო 2025 წლის მთავარი შეფასების კომპონენტი. ამასთანავე, საქართველო რამდენიმე ქვეყანასთან ერთად, ინარჩუნებს ტენდენციას, რომ როგორც საბუნებისმეტყველო მეცნიერების, ისევე მათემატიკისა და კითხვის მიმართულებით გვაქვს პროგრესი

გივი მიქანაძე: 91 სახელმწიფოს შორის ყველაზე დიდი პროგრესი სწორედ საქართველოს აქვს და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები იყო 2025 წლის მთავარი შეფასების კომპონენტი. ამასთანავე, საქართველო რამდენიმე ქვეყანასთან ერთად, ინარჩუნებს ტენდენციას, რომ როგორც საბუნებისმეტყველო მეცნიერების, ისევე მათემატიკისა და კითხვის მიმართულებით გვაქვს პროგრესი

91 სახელმწიფოს შორის ყველაზე დიდი პროგრესი სწორედ საქართველოს აქვს და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები იყო 2025 წლის მთავარი შეფასების კომპონენტი, - განაცხადა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძემ „დღის ქრონიკაში“.

ასე გამოეხმაურა მინისტრი PISA-ს საერთაშორისო კვლევებში საქართველოს წარმატებას.

„ძალიან მნიშვნელოვანი დღეა და სრულიად საქართველოს უნდა მივულოცოთ. ახლა გერთვებით ბრატისლავიდან, სადაც მიმდინარეობს PISA-ს ყოველწლიური შეხვედრა, რომელზეც დღეს უკვე გასაჯაროვდა ის შედეგები, რომელშიც 91 სახელმწიფო იღებდა მონაწილეობას. საქართველომ აჩვენა უპრეცედენტო წინსვლის კომპონენტი. 91 სახელმწიფოს შორის ყველაზე დიდი პროგრესი სწორედ საქართველოს აქვს და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები იყო 2025 წლის მთავარი შეფასების კომპონენტი. ამასთანავე, საქართველო რამდენიმე ქვეყანასთან ერთად, ინარჩუნებს ტენდენციას, რომ როგორც საბუნებისმეტყველო მეცნიერების, ისევე მათემატიკისა და კითხვის მიმართულებით გვაქვს პროგრესი და უმრავლეს ქვეყანაში არის რეგრესული მიმართულება, რაზეც არაერთი წუხილი გამოითქვა.

საქართველოს პროგრესი აღინიშნა ყველა დონეზე, ყველა გამომსვლელმა გაამახვილა ამაზე ყურადღება. დღეს გავრცელდა OECD-ის განათლების სფეროს დირექტორის მიმართვაც, რომელმაც თქვა, რომ საქართველო იძლევა მართლაც გამორჩეულ მაგალითს და ბევრმა ქვეყანამ სწორება უნდა გააკეთონ საქართველოს მაგალითზე და იმ მიღწევებზე, რომელიც საქართველოს აქვს. არაერთი გამოწვევა არსებობს კვლავ და ჩვენ ბევრი გვაქვს გასაკეთებელი. სწორედ ამიტომ, 1 წლის წინ დავაანონსეთ ფუნდამენტური რეფორმა“, - აღნიშნა მიქანაძემ.

PISA-ს უახლესი კვლევის თანახმად , საქართველომ ყველა ძირითად სფეროში გააუმჯობესა მაჩვენებლები - მათემატიკასა და საბუნებისმეტყველო საგნებში ბოლო ათწლეულის განმავლობაში მიღწეულია საუკეთესო შედეგი.