თამარ იოსელიანი საკონსულტაციო კომპანია amd.sigma strategic airport development GmbH-ის წარმომადგენლებს შეხვდა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანი საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია amd.sigma strategic airport development GmbH-ის წარმომადგენლებს შეხვდა.
კომპანიის ექსპერტებმა მინისტრის მოადგილეს თბილისის ახალი საერთაშორისო აეროპორტის პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის შუალედური ანგარიში წარუდგინეს.
კვლევა აზიის განვითარების ბანკის (ADB) მხარდაჭერით ხორციელდება და ვაზიანში ახალი საერთაშორისო აეროპორტის განვითარების შესაძლებლობების შეფასებას ითვალისწინებს.
შეხვედრას დაესწრო საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ხელმძღვანელი ლევან მოსეშვილი.
ვაზიანის საერთაშორისო აეროპორტი ოპერირებაში 2032 წლიდან შევა და შეძლებს, რომ მოემსახუროს 20 მილიონ მგზავრს.
ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.