საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი ანაკლიის საზღვაო ნავსადგურში COSCO Shipping Lines-ის წარმომადგენლებს შეხვდა
საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმა, ივანე აბაშიძემ ანაკლიის საზღვაო ნავსადგურში COSCO Shipping Lines-ის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა.
მხარეებმა ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების, მისი სამომავლო პერსპექტივებისა და რეგიონული სატრანსპორტო-ლოგისტიკური მნიშვნელობის საკითხები განიხილეს.
„აღინიშნა, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგური „ლენდლორდის“ მოდელით ვითარდება, რაც პორტის ეტაპობრივ გაფართოებასა და ტვირთნაკადების ზრდის შესაბამისად განვითარებას ითვალისწინებს“, - აცხადებენ სააგენტოში.
შეხვედრას ესწრებოდნენ COSCO Shipping Lines-ის რეგიონული მენეჯერი ჩენ ჰუაფენგი, ფილიალის მენეჯერი ლაურენტიუ ჰორნეტი და GNS Georgia-ს კომერციული მენეჯერი გივი ჩაჩანიძე, ასევე შპს „ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის“ დირექტორი ზურაბ სიჭინავა.