Die Welt: პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ფრიდრიხ მერცის წინააღმდეგ საჩივარი შეიტანა
ოპოზიციურმა ულტრამემარჯვენე პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) გერმანიის კანცლერის ფრიდრიხ მერცის წინააღმდეგ საჩივარი შეიტანა. ინფორმაციას Die Welt-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, სამართლებრივი დავის საბაბი კანცლერის განცხადება გახდა. მერცმა პარლამენტის სხდომაზე AfD-ის მიგრაციული პოლიტიკა, კერძოდ რემიგრაციის ინიციატივა ეთნიკურ წმენდას შეადარა.
„ალტერნატივა გერმანიისთვის“ საპარლამენტო ფრაქციაში აცხადებენ, რომ მერცის შეფასება პოლიტიკური პარტიისა და მილიონობით ამომრჩევლის წინააღმდეგ მიმართული ცილისმწამებლური შეურაცხყოფაა.