საქართველოს სუპერლიგის კლუბი „ბლექ ფორტრესი“ მოლაპარაკებას აწარმოებს NBA-ს ჩემპიონ დუაით ჰოვარდთან

საქართველოს სუპერლიგის კლუბი „ბლექ ფორტრესი“ მოლაპარაკებას აწარმოებს NBA-ს ჩემპიონ დუაით ჰოვარდთან

საქართველოს ჩემპიონატში, შესაძლოა, დუაით ჰოვარდი ვიხილოთ, – ინფორმაციას „სპორტმოამბე“ ავრცელებს. მასთან მოლაპარაკებას სუპერლიგის კლუბი „ბლექ ფორტრესი“ აწარმოებს.

შეგახსენებთ, რომ ჰოვარდი NBA-ს დრაფტზე 2004 წელს „ორლანდო მეჯიქმა“ აიყვანა. 2020 წელს მან ჩემპიონობა „ლეიკერსთან“ ერთად მოიპოვა, მანამდე კი „ოლ სტარი“ 8-ჯერ ითამაშა.

ჰოვარდი ამჟამად 40 წლისაა და ბოლო სეზონი მონღოლეთის ჩემპიონატში გაატარა.