Politico: პოლონეთში ანტიუკრაინული განწყობა ძალადობაში გადაიზარდა
გამოცემა Politico იუწყება, რომ პოლონეთში უკრაინელების მიმართ სიძულვილით მოტივირებული დანაშაულები მკვეთრად გაიზარდა. 2026 წლის პირველ ნახევარში 180 ასეთი ინციდენტი მოხდა, რაც 30%-იანი ზრდაა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.
თებერვლიდან ივნისამდე პოლონელმა პროკურორებმა სასამართლოში სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების 283 საქმე შეიტანეს. ამ საქმეების 80%-ზე მეტ შემთხვევაში მსხვერპლი უკრაინელები იყვნენ - 2014 წელს ეს მაჩვენებელი მხოლოდ 4% იყო.
მიუხედავად იმისა, რომ 2022 წელს პოლონელების 51%-მა გამოხატა სიმპათია უკრაინელების მიმართ, 2026 წლის იანვრისთვის მხოლოდ 29%-მა გამოხატა ეს სიმპათია. ანტიპათია 38%-დან 43%-მდე გაიზარდა.
პოლონელები ურთიერთობების გაუარესებას ისტორიულ დავებითა (45.4%) და უკრაინელებისთვის განკუთვნილ სოციალურ შეღავათებით (36.4%) ხსნიან. მემარჯვენე პოლიტიკოსები არჩევნების წინ ამ განწყობას აქტიურად იყენებენ. ერთმა უკრაინელმა ქალმა, რომელიც პოლონეთში 10 წელია ცხოვრობს, გამოცემასთან ინტერვიუში აღიარა: „მეშინია საჯარო ადგილებში უკრაინულად ლაპარაკის და ვნერვიულობ ჩემს მეგობრებსა და ოჯახის წევრებზე, რომლებიც აქ ცხოვრობენ, ან სტუმრად მოდიან“.
კიდევ ერთმა უკრაინელმა განაცხადა, რომ მეზობელი მას ლიფტში თავს დაესხა და უყვირა: „დაბრუნდი უკრაინაში და აუხსენი ზელენსკის, რომ ეს არ უნდა გაეკეთებინა“. სტატიაში ასევე აღნიშნულია, რომ ივლისში ორი კაცი უკრაინელების ცემის ფაქტზე დააკავეს.