კულტურის მინისტრის მოადგილე ნათია შამათავა, აზერბაიჯანის რესპუბლიკის კულტურის მინისტრის, ადილ კარიმლის მიწვევით, ბაქოში ჯაკომო პუჩინის ოპერა „ტურანდოტის“ დადგმას დაესწრო
კულტურის მინისტრის მოადგილე ნათია შამათავა, აზერბაიჯანის რესპუბლიკის კულტურის მინისტრის, ადილ კარიმლის მიწვევით, ბაქოში ჯაკომო პუჩინის ოპერა „ტურანდოტის“ დადგმას დაესწრო, - ინფორმაციას კულტურის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, საოპერო სპექტაკლი ჰეიდარ ალიევის სასახლეში, კულტურათაშორისი დიალოგის VII მსოფლიო ფორუმის ფარგლებში გაიმართა.
„ღონისძიებას ესწრებოდნენ ფორუმის მონაწილე სახელმწიფო უწყებების მაღალი რანგის და საერთაშორისო ორგანიზაციების, აკადემიური წრეების, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები.
კულტურათაშორისი დიალოგის VII მსოფლიო ფორუმში საქართველოს დელეგაციის მონაწილეობა ხელს უწყობს საერთაშორისო ასპარეზზე ქვეყნის აქტიურ ჩართულობას, რეგიონული პარტნიორობის გაღრმავებასა და კულტურული დიპლომატიის განვითარებას. ფორუმის მთავარი მიზანია კულტურათაშორისი დიალოგის გზით გლობალური მშვიდობის, უსაფრთხოებისა და მდგრადი განვითარების ხელშეწყობა“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.



