გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა სამცხე-ჯავახეთში უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოსა და შსს ბორჯომის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივი ღონისძიების შედეგად, ბორჯომის მუნიციპალიტეტში არარეგისტრირებული სახერხი საამქრო გამოავლინეს, - ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს.
უწყების ცნობით, სოფელვარდევანშიმოქალაქეს ლენტური ტიპის სახერხი დანადგარისახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე უკანონოდ ჰქონდა დამონტაჟებული. სახერხი საამქროს ტერიტორიაზე ასევე განთავსებული იყო 10 კუბურ მეტრზე მეტი მოცულობის პირველადი გადამუშავების პროდუქტი (ფიცარი).
„ვინაიდან ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, შსს ბორჯომის რაიონულ სამმართველოში გამოძიება დაიწყო. უკანონოტყითსარგებლობასთანბრძოლა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისთვის პრიორიტეტია. დეპარტამენტის ეკიპაჟები ქვეყნის მასშტაბით 24-საათიან უწყვეტ პატრულირებას ახორციელებენდა პრევენციულ ღონისძიებებს ატარებენ, რათა დროულად მოხდეს გარემოსდაცვითი სამართალდარღვევების პრევენცია, აღკვეთა და გამოვლენა.
ამასთან, მყისიერი რეაგირება ხდება სამინისტროს ცხელ ხაზზე (153) შემოსულ თითოეულ შეტყობინებაზე. შედეგად, მიმდინარე წლის 9 თვეში, ქვეყნის მასშტაბით გამოვლენილია ტყით უკანონო სარგებლობის 1203 ფაქტი. დალუქულია 51 არარეგისტრირებული სახერხი საამქრო. მხოლოდ სამცხე-ჯავახეთში კი, აღნიშნულ პერიოდში, უკანონოტყითსარგებლობის89 ფაქტი დაფიქსირდა“, - აღნიშნულია გავრცელებულინფორმაციაში.



