სგპ „სადახლო - საავტომობილოს“ მებაჟე ოფიცრებმა 2 კილოგრამამდე არადეკლარირებული ოქროს სხმულების შემოტანის ფაქტი აღკვეთეს

სგპ „სადახლო - საავტომობილოს“ მებაჟე ოფიცრებმა 2 კილოგრამამდე არადეკლარირებული ოქროს სხმულების შემოტანის ფაქტი აღკვეთეს

საბაჟო გამშვებ პუნქტზე - „სადახლო-საავტომობილო“, სავალდებულო დეკლარირებას დაქვემდებარებული დიდი ოდენობით ოქროს სხმულების შემოტანის ფაქტი აღიკვეთა, - ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, უცხო ქვეყნის მოქალაქე საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით, შეეცადა ფეხსაცმელებსა და წინდებში განთავსებული 1 707 გრამი ოქროს სხვადასხვა ზომის სხმულების საქართველოს საზღვარზე მალულად შემოეტანა.

„არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 576 585 ლარი შეადგინა.

კანონდამრღვევი მოქალაქის საქმის მასალები საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.