გურამ მაჭარაშვილი ალან ბერსეს განცხადებაზე: ეს არის დემოკრატია? ეს არის მანათობელი შუქურა ევრობიუროკრატიიდან?

გურამ მაჭარაშვილი ალან ბერსეს განცხადებაზე: ეს არის დემოკრატია? ეს არის მანათობელი შუქურა ევრობიუროკრატიიდან?

ეს არის დემოკრატია? ეს არის მანათობელი შუქურა ევრობიუროკრატიიდან? - განაცხადა "ხალხის ძალის" ლიდერმა გურამ მაჭარაშვილმა ევროპის საბჭოს გენერალური მდივანის, ალან ბერსეს განცხადების შეფასებისას, რომელმაც არ გამორიცხა, რომ პარტიების აკრძალვის საქმე სტრასბურგის სასამართლოს განხილვის საგანი გახდეს.

მისივე თქმით, ევროპაში არეულობის ფონზე ევრობიუროკრატები საკონსტიტუციო სასამართლოსთვის ჭკუის სასწავლებლად იცლიან.

"კომენდანტის საათს კომენდანტის საათზე აწესებენ ევროპის ცენტრალურ ქალაქებში და მაინც ვერ მართავენ სიტუაციას. ამ დროს რატომღაც იცლიან, რომ აქ საქართველოში, მათივე ევროპული ინსტიტუტის მიერ აღიარებული დანაშაულებრივი რეჟიმი, "ნაცმოძრაობა" უნდა გაუქმდეს თუ არა, ჭკუას ასწავლიან საკონსტიტუციო სასამართლოს.

ეს არის დემოკრატია? ეს არის მანათობელი შუქურა ევრობიუროკრატიიდან, თუ როგორ უნდა ჩაერიო და თითი დაუქნიო სხვა ქვეყანას და მათ შორის მართლმსაჯულებას?“, - აღნიშნა მაჭარაშვილმა.