აშშ-ის საელჩო საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებლისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

აშშ-ის საელჩო საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებლისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებლისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

„აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა კორტნი ოსტრიანმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან გამართა გაცნობითი შეხვედრა, რომელზეც ორმხრივი ურთიერთობები და საქართველოსა და შეერთებულ შტატებს შორის უფრო პროდუქტიული ურთიერთობის ჩამოყალიბების გზები განიხილეს“, - ნათქვამია საელჩოს ინფორმაციაში.