პესკოვი: პუტინი მზადაა დიალოგისთვის, მათ შორის მაკრონთან და მერცთან

პესკოვი: პუტინი მზადაა დიალოგისთვის, მათ შორის მაკრონთან და მერცთან

რუსეთს პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მზადაა დიალოგისთვის ყველასთან, მათ შორის საფრანგეთის პრეზიდენტთან ემანუელ მაკრონთან და გერმანიის კანცლერთან ფრიდრიხ მერცთან, - განაცხადა კრემლის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა.

„ის [პუტინი] ყურმილს აიღებს. ის მზადაა დიალოგისთვის ყველასთან“, - განაცხადა პესკოვმა ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ, რას იზამს პუტინი, თუ კრემლში მაკრონი ან მერცი დარეკავს.

ჟურნალისტებმა პესკოვს აგრეთვე ჰკითხეს, გაესაუბრება თუ არა ტელეფონით პუტინი უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის, რაზეც კრემლის პრესმდივანმა განაცხადა, რომ „ჯერჯერობით არავის დაურეკავს“.