შალვა პაპუაშვილი: ძვირფასო დიპლომატებო, თქვენ ხშირად ხართ საქართველოს პირველი ხმა უცხოეთში და უცხოეთის პირველი ხმა საქართველოში. ამიტომ განსაკუთრებული პასუხისმგებლობა გაქვთ ააშენოთ ხიდები, მაგრამ არასოდეს დაკარგოთ ნაპირი, საიდანაც ეს ხიდი იწყება. ეს ნაპირი საქართველოა

შალვა პაპუაშვილი: ძვირფასო დიპლომატებო, თქვენ ხშირად ხართ საქართველოს პირველი ხმა უცხოეთში და უცხოეთის პირველი ხმა საქართველოში. ამიტომ განსაკუთრებული პასუხისმგებლობა გაქვთ ააშენოთ ხიდები, მაგრამ არასოდეს დაკარგოთ ნაპირი, საიდანაც ეს ხიდი იწყება. ეს ნაპირი საქართველოა

„ძვირფასო დიპლომატებო, თქვენ ხშირად ხართ საქართველოს პირველი ხმა უცხოეთში და უცხოეთის პირველი ხმა საქართველოში. ამიტომ განსაკუთრებული პასუხისმგებლობა გაქვთ ააშენოთ ხიდები, მაგრამ არასოდეს დაკარგოთ ნაპირი, საიდანაც ეს ხიდი იწყება. ეს ნაპირი საქართველოა“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა დიპლომატის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.

პაპუაშვილის თქმით, საქართველოს სუვერენიტეტი, ეროვნული ინტერესები, მშვიდობა და კეთილდღეობა უნდა იყოს დიპლომატთა საქმიანობის მთავარი საზომი.

„საქართველოს მთავარი სახელმწიფოებრივი ამოცანები უცვლელია - ქვეყნის მშვიდობიანი გამთლიანება, ჩვენი დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის განმტკიცება და ქართველი ხალხის კეთილდღეობა. ყველა საგარეო პოლიტიკური გადაწყვეტილება საბოლოოდ ამ მიზნებს უნდა ემსახურებოდეს. დიპლომატიას აზრი სწორედ მაშინ აქვს, როდესაც ის ქვეყნისთვის რეალურ შედეგს ქმნის - მშვიდობას, უსაფრთხოებას, ეკონომიკურ შესაძლებლობებს, მეგობრებსა და პარტნიორებს, რომლებიც საქართველოს პატივს სცემენ არა იმიტომ, რომ საქართველო ყველაფერზე თანახმაა, არამედ იმიტომ, რომ იციან ეს არის სახელმწიფო, რომელსაც საკუთარი ინტერესები აქვს და მათი დაცვა შეუძლია.

ძვირფასო დიპლომატებო, თქვენ ხშირად ხართ საქართველოს პირველი ხმა უცხოეთში და უცხოეთის პირველი ხმა საქართველოში. ამიტომ განსაკუთრებული პასუხისმგებლობა გაქვთ ააშენოთ ხიდები, მაგრამ არასოდეს დაკარგოთ ნაპირი, საიდანაც ეს ხიდი იწყება. ეს ნაპირი საქართველოა. მისი სუვერენიტეტი, ეროვნული ინტერესები, მშვიდობა და კეთილდღეობა უნდა იყოს თქვენი საქმიანობის მთავარი საზომი“, - აღნიშნა მან.