დონალდ ტუსკი: კაროლ ნავროცკი ძალისმიერ კონფრონტაციას ირჩევს, რაც შესაძლოა პოლონეთს ძალიან ძვირი დაუჯდეს

დონალდ ტუსკი: კაროლ ნავროცკი ძალისმიერ კონფრონტაციას ირჩევს, რაც შესაძლოა პოლონეთს ძალიან ძვირი დაუჯდეს

პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა ქვეყანაში მიმდინარე საკონსტიტუციო და პოლიტიკურ კრიზისთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა და ოპოზიციურ ძალებთან დაპირისპირებაში პოზიციების დათმობა გამორიცხა.

„კონფლიქტის კვანძის გახსნა მარტივია და ეს კონსტიტუციის ჩასწორების გარეშეც სრულიად შესაძლებელია: პრეზიდენტმა აღიაროს სეიმის მიერ კანონიერად არჩეული მოსამართლეები, როგორც ამას კონსტიტუცია მოითხოვს, ისინი კი ტრიბუნალში თავიანთ საქმიანობას შეუდგებიან. ჯერჯერობით კი კაროლ ნავროცკი ძალისმიერ კონფრონტაციას ირჩევს, რაც შესაძლოა პოლონეთს ძალიან ძვირი დაუჯდეს. დემოკრატიული სამართლებრივი სახელმწიფო ვერ დაიხევს უკან ძალადობის წინაშე - იმის მიუხედავად, თუ რაოდენ გავლენიანი საგარეო ძალები ზურგს დაუჭერენ PiS-ის, „კონფედერაციის“, ბრაუნისა და ნავროცკის იერიშს“, - დაწერა დონალდ ტუსკმა სოციალურ ქსელ X-ში.