პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი დღეს ყირგიზეთის რესპუბლიკის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი დღეს ყირგიზეთის რესპუბლიკის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება

ყირგიზეთის რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარის მიწვევით, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, დელეგაციასთან ერთად, ოფიციალური ვიზიტით ყირგიზეთში იმყოფება.

ვიზიტის ფარგლებში, რომელიც ორი დღის განმავლობაში გაგრძელდება, ქალაქ ბიშკეკში დაგეგმილია მაღალი დონის შეხვედრები ყირგიზეთის რესპუბლიკის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან.

დღესვე პარლამენტის თავმჯდომარე და ქართული დელეგაცია ყირგიზეთში ქართულ დიასპორასთან შეხვედრას გამართავს.