ირაკლი ხელაძე ევროკომისიის გაფართოების ანგარიშზე: ნგარიშის მომზადებაში არც პოლიტიკურ და არც ტექნიკურ დონეზე საქართველოს მხარე წარმოდგენილი არ ყოფილა - ანგარიში თავისი შინაარსით არის უსამართლო

ირაკლი ხელაძე ევროკომისიის გაფართოების ანგარიშზე: ნგარიშის მომზადებაში არც პოლიტიკურ და არც ტექნიკურ დონეზე საქართველოს მხარე წარმოდგენილი არ ყოფილა - ანგარიში თავისი შინაარსით არის უსამართლო

ანგარიში თავისი შინაარსით არის უსამართლო, - ასე აფასებს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი ხელაძე ევროკომისიის გაფართოების ანგარიშს.

ხელაძე ბრიუსელს ურჩევს საქართველოსთან მიმართებაში საქმიან ურთიერთობაში გადაერთოს.

„ანგარიშის მომზადებაში არც პოლიტიკურ და არც ტექნიკურ დონეზე საქართველოს მხარე წარმოდგენილი არ ყოფილა. ამ ანგარიშში საუბარია მოსამართლეების უცხოეთიდან დანიშვნაზე. ჰკითხონ ქართველ ხალხს, სურთ თუ არა ქართული მართლმსაჯულება უცხოეთიდან დაკომპლექტდეს. ეს ცალსახად მიუღებელია“, - აღნიშნა ხელაძემ.

„ქრონიკამ“ ევროკომისიის გაფართოების ანგარიში მოიპოვა, რომელიც წინა დოკუმენტისგან ფაქტობრივად არაფრით განსხვავდება. ანგარიშში საუბარია ე.წ. ვეტინგის სისტემის შემოღებაზე, რაც ოპოზიციის ერთ-ერთი მოთხოვნა იყო. ევროკომისია გაფართოების ანგარიშში თვითნებურად დაკავებულებს უწოდებს ძალადობრივ აქციებზე დაკავებულ ადამიანებს, რომელმაც დანაშაული აღიარეს. ანგარიშში ფაქტობრივი უზუსტობაცაა - წერია, რომ გაწევრებასთან დაკავშირებით 2028 წლამდე მოლაპარაკების დღის წესრიგში არ დაყენება კონსტიტუციას არღვევს.