შალვა პაპუაშვილი: ბატონ ჰერჩინსკის თუ ჰგონია, რომ ის ევროპის ქურუმია და გვეუბნება, რა არის ევროპა, არ ვიცი. თუ ვინმეს სჭირდება ახსნა, რა არის ევროპა, აუხსნას თავის გარშემო მყოფ ადამიანებს. ჩვენ ვართ ევროპა და ვიღებთ ევროპულ კანონებს
ბატონ ჰერჩინსკის თუ ჰგონია, რომ ის ევროპის ქურუმია და გვეუბნება, რა არის ევროპა, არ ვიცი. თუ ვინმეს სჭირდება ახსნა, რა არის ევროპა, აუხსნას თავის გარშემო მყოფ ადამიანებს. ჩვენ ვართ ევროპა და ვიღებთ ევროპულ კანონებს, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, აგრესიული, პრეტენზიული და დამრიგებლური ტონით საქართველოს ხელისუფლებას აქ აკრედიტებული დიპლომატი არ უნდა ელაპარაკებოდეს.
„საქართველო ამერიკაა, ჩინეთია თუ სად არის? ჩვენ ვართ ევროპა. ჩვენ ვიღებთ ევროპულ კანონებს. ბატონ ჰერჩინსკის თუ ჰგონია, რომ ის რაღაც ევროპის ქურუმია და გვეუბნება, რა არის ევროპა, არ ვიცი. თუ ვინმეს სჭირდება ახსნა, რა არის ევროპა, აუხსნას თავის გარშემო მყოფ ადამიანებს.
ჩვენ ვართ ევროპა, ჩვენ ვიღებთ ევროპულ კანონებს. თუ მის ან ბრიუსელის გემოვნებაში რაღაც არ ჯდება, ეს სხვა საქმეა. არ მოსწონთ? გავიგეთ! ხომ შეაჩერეს? გავიგეთ! მაგრამ რატომ ბრაზობენ, ეს ვერ გავიგეთ.
გუშინ ჩვენ ვიხილეთ ბატონი ჰერჩინსკის ბრიფინგი, სადაც რეკომენდაციებზე საუბრობდა. პირველი რეკომენდაცია, რომელიც მე მინდა მას მივცე, არის ის, რომ ტონს დაუწიოს. აგრესიით, აგრესიული, პრეტენზიული და დამრიგებლური ტონით საქართველოს ხელისუფლებას აქ აკრედიტებული დიპლომატი არ უნდა ელაპარაკებოდეს. ეს იქნებოდა ჩემი რეკომენდაცია - ტონს დაუწიოს.
ვნახეთ ჩვენ გუშინ გაბრაზებული, პრეტენზიული საუბარი. საერთოდ, რა წესია, როცა სტუმარი მასპინძელს ამ ტონით ელაპარაკება? ვერ მიხვდა, ალბათ, ქართული კულტურა რას ნიშნავს. ამ ტონით სტუმარი მასპინძელს არ ელაპარაკება“, - აღნიშნა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.



