მარიამ ლაშხი გაერო-ს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელს შეხვდა

მარიამ ლაშხი გაერო-ს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი გაერო-ს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის ხელმძღვანელს, მარიამ ბანძელაძეს შეხვდა.

შეხვედრაზე ზოგადი განათლების სფეროში ჯანმრთელობის მიმართულებით ცნობიერების ამაღლების საკითხზე ისაუბრეს.

ხაზგასმით აღინიშნა სკოლებში ექიმის როლი და გაერო-ს მოსახლეობის ფონდის მხარდაჭერით მიმდინარე საპილოტე პროგრამის, „ექიმის საათის“ მნიშვნელობა.

შეხვედრისას ისაუბრეს როგორც უსაფრთხო სკოლის, ასევე ონლაინ სივრცეში ძალადობის საკითხებზე.

ასევე, ყურადღება გამახვილდა შეზღუდული შესაძლებლობისა და სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვებისთვის ადაპტირებული ინფრასტრუქტურის საკითხზე.

ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.