შალვა პაპუაშვილი ჰერჩინსკიზე: ბატონ ელჩს გუშინ ძალიან კონკრეტულად ჰკითხეს, რომ „ადამიანები არიან დაკავებული და სასჯელს იხდიან „მოლოტოვის კოქტეილის“ სროლისთვის, ითხოვთ მათ გათავისუფლებას თუ არა?“ გაექცა ამ პასუხს იმიტომ, რომ მხარს უჭერენ და მფარველობენ მოძალადეებს
არა თუ დუმს, ბრიუსელი მხარს უჭერს მოძალადეებს საქართველოში, ეს უკვე გარკვეული საკითხია, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ მედიასთან.
შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი დაკავებულების გათავისუფლების მოთხოვნის შესახებ კითხვას გაეცა.
„ბატონ ელჩს გუშინ ძალიან კონკრეტულად ჰკითხეს, რომ „ადამიანები არიან დაკავებული და სასჯელს იხდიან „მოლოტოვის კოქტეილის“ სროლისთვის, ითხოვთ მათ გათავისუფლებას თუ არა?“ ის გაექცა ამ პასუხს იმიტომ, რომ მხარს უჭერენ და მფარველობენ მოძალადეებს. ბატონი ჰერჩინსკი ცდილობს ხოლმე, თითქოს შეურაცხყოფილი ადამიანივით გამოვა და ამბობს, რომ „გვაბრალებენ, დეზინფორმაციაა“ და ასე შემდეგ, გუშინ რა დეზინფორმაციის, გაშავების რიტორიკაც მოვისმინეთ მისგან, ამაზე მეტი რა უნდა ვთქვათ? მარტივი საკითხია - დღემდე არ დაგმო 4 ოქტომბერს საქართველოს პრეზიდენტის სასახლეზე თავდასხმა. ეს ნიშნავს, რომ დღემდე ის მხარს უჭერს და მფარველობს მათ, ვინც 4 ოქტომბერს საქართველოს პრეზიდენტის სასახლეს თავს დაესხა. წერტილი! ამას აღარაფერი ეშველება”, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.



