პარლამენტის თავმჯდომარე დღეს ჩეხეთის რესპუბლიკის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება
პარლამენტის თავმჯდომარე საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად ოფიციალური ვიზიტით ჩეხეთის რესპუბლიკაში იმყოფება. დღეს დაგეგმილია მაღალი დონის შეხვედრები ჩეხეთის რესპუბლიკის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან.
შალვა პაპუაშვილი დელეგაციის წევრებთან ერთად შეხვდება ჩეხეთის რესპუბლიკის პარლამენტის დეპუტატთა პალატის სპიკერს, ჩეხეთის რესპუბლიკის ვიცე პრემიერ-მინისტრს, თავდაცვის მინისტრს იარომირ ზუნას, ასევე ჩეხეთის რესპუბლიკის პირველ ვიცე-პრემიერს, მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრს, კარელ ჰავლიჩეკს.
შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი საკითხი საქართველოსა და ჩეხეთს შორის პოლიტიკური დიალოგის გაღრმავება იქნება. მათ შორის იმსჯელებენ საგარეო პოლიტიკისა და ევროკავშირთან ურთიერთობების საკითხებზე . განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაძლიერებასა და თანამშრომლობის ახალი შესაძლებლობების განვითარებას.



