ვარლამ ლიპარტელიანი: ჩვენ გვსურს, რომ უფრო გაღრმავდეს ის ურთიერთობები, რაც აქამდე იყო ჩინეთსა და საქართველოს შორის
ჩვენ გვსურს, რომ უფრო გაღრმავდეს ის ურთიერთობები, რაც აქამდე იყო ჩინეთსა და საქართველოს შორის, - განაცხადა მედიასთან „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარემ, ვარლამ ლიპარტელიანმა.
როგორც მან აღნიშნა, ჩინეთში იქნება ძალიან საინტერესო შეხვედრები, განსაკუთრებით ახალგაზრდული მიმართულებით.
„ზაფხულში, ჩინელი ახალგაზრდები საქართველოში იმყოფებოდნენ, ძალიან საინტერესო იყო მათთან შეხვედრა. ეს შეხვედრები სწორედ ამის გაგრძელებაა, რადგან ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვეს და ჩვენც გვინდა რომ უფრო გაღრმავდეს ორქვეყანას შორის ურთიერთობები.
ძალიან მნიშვნელოვანია ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოში და ვიცით, რომ ამ შეხვედრებმა ძალიან კარგად ჩაიარა“, - აღნიშნა ვარლამ ლიპარტელიანმა.
„ქართული ოცნების“ წარმომადგენლები, მათ შორის ახალგაზრდული ორგანიზაციიდან, ჩინეთის დედაქალაქში იმყოფებიან.



