"13 500 დამსაქმებელს შეეხება" - პაატა კვიჟინაძე საპენსიო დავალიანების გამო დაკისრებული და გადაუხდელი ჯარიმების ამნისტიაზე

"13 500 დამსაქმებელს შეეხება" - პაატა კვიჟინაძე საპენსიო დავალიანების გამო დაკისრებული და გადაუხდელი ჯარიმების ამნისტიაზე

ამნისტია ცხადდება საპენსიო დავალიანების გამო დაკისრებულ და გადაუხდელ ჯარიმებზე. ჯარიმის ჩამოსაწერად, დამსაქმებელმა საპენსიო დავალიანება და საურავი წლის ბოლომდე უნდა დაფაროს.

საკანონმდებლო პაკეტი პარლამენტის ბიუროს წარედგინა. ჯამში, საუბარია დაახლოებით 43 მილიონ ლარზე. საპენსიო შენატანების ეტაპობრივი გადახდის ვადა 18 თვემდეა.

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის, პაატა კვიჟინაძის განცხადებით, ინიციატივა 13 500 დამსაქმებელს შეეხება.

"ჯარიმები მცირდება - პირველზე თუ იყო 500 ლარი, ახლა ხდება 300, მეორე და შემდეგზე იყო 1000 ლარი და ხდება ასევე 300 ლარი. შეტყობინებების სისტემა აღარ იქნება მეორე და მესამე ჯარიმებად დაყოფილი.

ასევე, იქნება დავების საბჭო - პირდაპირი გაგებით, ანალოგიური არა, მაგრამ ერთნაირი ფუნქციები ექნებათ, რაც ფინანსთა სამინისტროშია, ანუ სააგენტოსა და მეწარმეს თუ აქვს რაღაც დავა, შესაძლოა ამ დავების საბჭომ განიხილოს სასამართლომდე.

ასევე, შემოვიდა ამნისტიის მექანიზმიც - თუ მოქალაქე გადაიხდის იმ საპენსიო შენატანს, თავის თანამშრომლებისას, რაზეც დაჯარიმდა, მაშინ ჩამოეწერება გადაუხდელი ჯარიმები. ეს არის დაახლოებით 43 მილიონი და ეხება 13 500 მეწარმეს", - განაცხადა პაატა კვიჟინაძემ.