ბექა ვაჭარაძემ ფოთელ სპორტსმენს ალექსანდრე გვასალიას „ზასლავლის თასი 2026“-ის მოპოვება მიულოცა
ფოთელი სპორტსმენი ალექსანდრე გვასალია „ზასლავლის თასი 2026“-ის გამარჯვებულია. წარმატებულ სპორტსმენს მიღწეული შედეგი ფოთის მერმა ბექა ვაჭარაძემ მიულოცა, - ინფორმაციას ფოთის მერია ავრცელებს.
უწყების ცნობით, 18-20 სექტემბერს, ბელარუსის ქალაქ ზასლავლში გამართულ წყალსათხილამურო სპორტის საერთაშორისო ტურნირზე, 10 წლის ალექსანდრე გვასალიამ, Under 10 Boys კატეგორიაში, სლალომის დისციპლინაში პირველი ადგილი დაიკავა.
„განსაკუთრებით საამაყოა, რომ ამ გამარჯვებით ალექსანდრემ მსოფლიო რეიტინგშიც პირველი ადგილი დაიკავა.
ვულოცავ ალექსანდრეს, მის მწვრთნელებსა და გულშემატკივრებს ამ მნიშვნელოვან წარმატებას! ვუსურვებ მას წარმატებულ სპორტულ კარიერას. მჯერა, წინ კიდევ არაერთი დიდი გამარჯვებაა“, - განაცხადა ფოთის მერმა.