უკრაინამ რაკეტებისა და დრონების შესაძენად ევროკავშირისგან 3,3 მილიარდი ევრო მიიღო

უკრაინამ რაკეტებისა და დრონების შესაძენად ევროკავშირისგან 3,3 მილიარდი ევრო მიიღო

ევროკავშირმა უკრაინას 3,3 მილიარდი ევრო რაკეტებისა და დრონების შესაძენად გადასცა. ინფორმაციას უკრაინის პრემიერ-მინისტრი სერგეი კორეცკი „ტელეგრამის“ საკუთარ არხზე ავრცელებს.

„ევროკავშირისგან Ukraine Support Loan-ის ფარგლებში 3,3 მილიარდი ევროს ოდენობის მორიგი ტრანში მივიღეთ. თანხებს პირველადი მნიშვნელობის თავდაცვის საჭიროებებისთვის, მათ შორის რაკეტებისა და დრონების შესაძენად მივმართავთ“, - დაწერა კორეცკიმ.

უკრაინის პრემიერმა თანხის გამოყოფისთვის ევროკომისიის პრეზიდენტს ურსულა ფონ დერ ლაიენს, ევროკომისიას და ევროკავშირის ყველა წევრ სახელმწიფოს მადლობა გადაუხადა.