მოქალაქეები, რომლებმაც სოციალურ ქსელში სიტყვიერი შეურაცხმყოფელი კომენტარები დაწერეს, მათ შორის პატრიარქის მიმართ 4 000 და 3 000 ლარით დაჯარიმდნენ

მოქალაქეები, რომლებმაც სოციალურ ქსელში სიტყვიერი შეურაცხმყოფელი კომენტარები დაწერეს, მათ შორის პატრიარქის მიმართ 4 000 და 3 000 ლარით დაჯარიმდნენ

მოქალაქეები, რომლებმაც სოციალურ ქსელში სიტყვიერი შეურაცხმყოფელი კომენტარები დაწერეს, მათ შორის პატრიარქის მიმართ 4 000 და 3 000 ლარით დაჯარიმდნენ. სასამართლო სხდომაზე კანონდამრღვევები არ მივიდნენ.

„ბატონი გიორგი ფირფირაშვილის მიმართ სამართალდარღვევის ოქმი შედგა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე/ მე-16 პრიმა მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე. მან სოციალურ ქსელში სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ქალბატონ მაკა ბოჭორიშვილს. აღნიშნული საქმე სასამართლომ დღეს განიხილა, დაადასტურა სამართალდარღვევის ფაქტის არსებობა და ბატონი გიორგი მიმართ სახდელის სახით გამოიყენა ჯარიმა 4 000 ლარის ოდენობით.

ქალბატონი ეთერ სულაბერიძის მიმართ სამართალდარღვევის ოქმი შედგა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, მან სიტყვიერი შეურაცხყოფა სოციალურ ქსელში მიაყენა საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს. ქალბატონი ეთერის მიმართ სახდელის სახით ჩვენივე მოთხოვნით გამოიყენა ჯარიმა მაქსიმალური რაოდენობით 3 000 ლარი“, - განაცხადა შსს-ს იურისტმა სალომე ქირიამ.