7 ნოემბრის საქმეზე, მოწმის სტატუსით ირაკლი რუხაძე დაიკითხა

7 ნოემბრის საქმეზე, მოწმის სტატუსით ირაკლი რუხაძე დაიკითხა

შვიდი ნოემბრის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის და მასთან ერთად ბრალდებული ყოფილი მაღალჩინოსნების სასამართლო პროცესი გაიმართა.

სხდომაზე მოწმის სტატუსით ბიზნესმენი, ირაკლი რუხაძე გამოიკითხა.

რუხაძემ ტელეკომპანია „იმედში“ სპეცდანიშნულების რაზმის შეჭრის, აპარატურის დამტვრევისა და მაუწყებლობის გათიშვის შესახებ ისაუბრა.