ტრამპი ხელოვნური ინტელექტის განვითარების შენელების გეგმას ეწინააღმდეგება
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ხელოვნური ინტელექტის განვითარების შენელების მოწოდებების წინააღმდეგ გამოვიდა და ტექნოლოგიის კრიტიკოსებს „ძალიან ნეგატიური ძალები“ უწოდა.
„ჩვენ ჩინეთს ვუსწრებთ ხელოვნური ინტელექტის სფეროში. მსოფლიოში ყველაზე ტექნოლოგიურად განვითარებული ქვეყანა ვართ და, გულწრფელად რომ ვთქვა, მინდა, რომ ეს ასეც დარჩეს, რადგან ვინც გაიმარჯვებს ხელოვნური ინტელექტის რბოლაში, ის გაიმარჯვებს საბოლოოდაც“, - განაცხადა ტრამპმა.
მისივე თქმით, საჭიროების შემთხვევაში აშშ-ს შეუძლია AI-კომპანიებისთვის დამატებითი შეზღუდვები დააწესოს, თუმცა ახლა ტექნოლოგიის ბევრი კრიტიკოსი საუბრობს რისკებზე, რომლებიც, მისი თქმით, „არ მოხდება“.
უქმეებზე Anthropic-ის ხელმძღვანელმა დარიო ამოდეიმ გამოაქვეყნა ესე, რომელშიც მოწინავე AI-მოდელების შემუშავების შენელების ინიციატივით გამოვიდა, რათა კომპანიებსა და ხელისუფლებას უსაფრთხოების ზომების შესაქმნელად მეტი დრო ჰქონდეთ. ამოდეიმ აღნიშნა, რომ AI მოდელების მზარდი პოტენციალი და მათი თვითსრულყოფის უნარი მასში შეშფოთებას იწვევს, მაგალითად კი Hugging Face-ის პლატფორმის ჰაკერული გატეხვის ბოლო ინციდენტი მოიყვანა.
ამოდეის წინადადებას მხარი დაუჭირეს OpenAI-ის ხელმძღვანელმა სემ ალტმანმა და ილონ მასკმა. OpenAI-მ ასევე უარი თქვა ბირჟაზე გასვლაზე. Reuters-თან ინტერვიუში ალტმანმა განაცხადა, რომ არ სურს, ფინანსურმა სტიმულებმა უსაფრთხოების საკითხები მეორე პლანზე გადაწიოს.