საქსტატი – იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 8.3 პროცენტით გაიზარდა

საქსტატი – იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 8.3 პროცენტით გაიზარდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2026 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 17 915.6 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 8.3 პროცენტით მეტია.

აქედან, საქსტატის ცნობით, ექსპორტი 5 422.6 მილიონი აშშ დოლარი იყო, შესაბამისად, გაიზარდა 22.1 პროცენტით, იმპორტი 12 493.0 მლნ აშშ დოლარს შეადგენდა, და ზრდამ 3.3 პროცენტი შეადგინა.

უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა კი 2026 წლის იანვარ-აგვისტოში 7 070.5 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 39.5 პროცენტია.