უკრაინის გენერალურმა პროკურორმა ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელს ეჭვმიტანილის სტატუსი მიანიჭა

უკრაინის გენერალურმა პროკურორმა ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელს ეჭვმიტანილის სტატუსი მიანიჭა

უკრაინის გენერალურმა პროკურორმა, რუსლან კრავჩენკომ ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელს, სიმიონ კრივონოაის ეჭვმიტანილის სტატუსი მიანიჭა.

ამასთან, ანტიკორუფციული პროკურატურის სპეციალიზებულ ოფისს ბრალი დასდო მათივე ხელმძღვანელების წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეებთან დაკავშირებული ჩხრეკისას მასალების ამოღებაში.

აღნიშნულზე კრავჩენკომ ვიდეომიმართვაში ისაუბრა.

„ოპერაცია „კართაგენი“ მხოლოდ ჩემ წინააღმდეგ არ იყო მიმართული. მისი ნამდვილი მიზანი NABU-სა და SAPO-ს თანამდებობის პირებისა და თანამშრომლების წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეების მასალებზე წვდომის მოპოვება იყო, რასაც გენერალური პროკურორის თანამდებობიდან გათავისუფლება და აღნიშნულ საქმეებზე საპროცესო გადაწყვეტილებების მიღების შეჩერება უნდა მოჰყოლოდა“, – აღნიშნულია განცხადებაში.

კრავჩენკომ ასევე განაცხადა, რომ გენერალური პროკურატურის შენობაში ჩატარებული ჩხრეკისას NABU-სა და SAPO-ს წარმომადგენლებმა წვდომა მიიღეს კანონით დაცული საქმის მასალებზე. სავარაუდოდ, მოხდა ზოგიერთ დოკუმენტსა და ელექტრონულ მონაცემზე ასლის გადაღება და მოპარვა. რუსლან კრავჩენკომ ასევე აღნიშნა, რომ გენერალური პროკურატურის წინააღმდეგ მიზანმიმართული საინფორმაციო კამპანია მიმდინარეობს.