დავით მათიკაშვილი – კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ პოლიტიკურ ჭაობში ჩაფვლისთვისაა განწირული, ცოდვებით და დანაშაულებით დამძიმებულ „ნაცებს“ არაფერი ეშველებათ

დავით მათიკაშვილი – კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ პოლიტიკურ ჭაობში ჩაფვლისთვისაა განწირული, ცოდვებით და დანაშაულებით დამძიმებულ „ნაცებს“ არაფერი ეშველებათ

აგენტურულ ოპოზიციაში მდარე ხარისხის სერიალს ვუყურებთ. კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ პოლიტიკურ ჭაობში ჩაფვლისთვისაა განწირული, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

მათიკაშვილის თქმით, ეს ადამიანები უფრო მეტად ავლენენ ანტიქართულ და უსამშობლო სახეს.

„ხელებს რაც უფრო მეტად იქნევენ, მით მეტად აჩქარებენ ამ პროცესს. სწორედ ხელის ქნევის ამ პროცესს ვაკვირდებით. ეს ადამიანები ანტიქართულ და უსამშობლო სახეს უფრო მეტად ავლენენ. ბრალდებები, რაც ისმის, მაღალი ალბათობით, მისი დიდი ნაწილი მართალია. ცოდვებით და დანაშაულებით დამძიმებულ ორთოდოქს „ნაცებს“ არაფერი ეშველებათ. ისინი ცდილობენ, ერთმანეთის ბრალდებების გახსენებით რაიმე იმიჯი გამოისწორონ. „ნაცმოძრაობას“ ნდობა არ აქვს. ეს კი, არჩევნების შედეგებში აისახება. ეს არის აგენტურული სექტა, რომელმაც ამომრჩევლის მანდატი ფეხქვეშ გათელა და რთული ამოსაცნობი არ იქნება იმის გარკვევა, არჩევნებში მონაწილეობას თუ მიიღებენ, მას ისევ აღარ ენდობიან. ეს პარტიები განულებულია“, – განაცხადა მათიკაშვილმა.