სიკორსკიმ ზელენსკი უკრაინის ჯარის ერთ-ერთი დანაყოფისთვის „უკრაინის მეამბოხე არმიის“ სახელის მინიჭების გამო გააკრიტიკა
პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, უკრაინის პრეზიდენტი ვოლინის ტრაგედიაში მონაწილე „უკრაინის მეამბოხეთა არმიის“ განდიდების გამო გააკრიტიკა. რადოსლავ სიკორსკიმ უკრაინის ჯარის ერთ-ერთი დანაყოფისთვის „უკრაინის მეამბოხე არმიის“ სახელის მინიჭებას არაგონივრული გადაწყვეტილება უწოდა და უკრაინის პრეზიდენტს ნამდვილი გმირების განდიდებისკენ მოუწოდა.
„პირადად მე მიმაჩნია, რომ პრეზიდენტ ზელენსკის გადაწყვეტილება, სამხედრო ნაწილისთვის უკრაინის მეამბოხეთა არმიის პატივსაცემად სახელის მინიჭება, წარუმატებელი გადაწყვეტილებაა. „უკრაინის მეამბოხეთა არმიის“ იდეოლოგია ეფუძნებოდა „ერთი ერის“ კონცეფციას - სახელმწიფოს ეროვნული უმცირესობების გარეშე“, - განაცხადა სიკორსკიმ.