თენგიზ შარმანაშვილი გიორგი ბარამიძის განცხადებაზე: რა რეპრესიაზეა საუბარი, ვინ ექაჩებოდა მას ენაზე, რომ ეს ეთქვა. სახელმწიფომ ჩაუდო ეს ნათქვამი?

თენგიზ შარმანაშვილი გიორგი ბარამიძის განცხადებაზე: რა რეპრესიაზეა საუბარი, ვინ ექაჩებოდა მას ენაზე, რომ ეს ეთქვა. სახელმწიფომ ჩაუდო ეს ნათქვამი?

ის პატრიოტია თუ არა პატრიოტი ამისთვის არავინ ასამართლებს, მას ბრალი წარუდგინეს კონკრეტული სისხლის სამართლის დანაშაულთან დაკავშირებით, - განაცხადა თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თენგიზ შარმანაშვილმა გიორგი ბარამიძის განცხადებაზე საუბრისას.

მისივე თქმით, ბარამიძის ნათქვამი მხოლოდ მისი პასუხისმგებლობაა და არანაირი რეპრესია ამ საქმეზე არ არსებობს.

„რა რეპრესიაზეა საუბარი, ვინ ექაჩებოდა მას ენაზე, რომ ეს ეთქვა. სახელმწიფომ ჩაუდო ეს ნათქვამი? მივიდა და ყურში უჩურჩულა, რაღაც შენი ნამოქმედარი არ მოგვწონს და გვინდა რეპრესია განვახორციელოთ, იქნებ ეს თქვა და ხელ-ფეხი გაგვეხსნასო? ასე წარმოუდგენია ამ ხალხს? რაც გააკეთა, თვითონ გააკეთა“, - აღნიშნა თენგიზ შარმანაშვილმა.