სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში საქალაქო და რაიონულმა სასამართლოებმა სამართლებრივი დავები განიხილეს - ოპოზიციონერი პოლიტიკოსის შეურაცხყოფისთვის მოქალაქე დაჯარიმდა
საქალაქო და რაიონული სასამართლოები სიძულვილის ენის წინააღმდეგ სამართლებრივ დავებს განიხილავენ. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმზე იმსჯელა წყალტუბოს სასამართლომ.
„ფეისბუქის“ მომხმარებელმა შეურაცხყოფა მიაყენა ოპოზიციონერ პოლიტიკოსს. მარინა ქუთათელაძე სამართალდამრღვევად ცნეს და 500 ლარით დააჯარიმეს.
საჯარო შეურაცხყოფის საქმე განიხილა თბილისის საქალაქო სასამართლომ. გადაწყვეტილება 17 სექტემბერს გამოცხადდება.