მაია ბითაძე: სფეროში მოვდივარ მრავალწლიანი სახელმწიფო სამსახურებრივი გამოცდილებით და დიდი სურვილით, მოვუსმინო თითოეულ იმ ადამიანს, რომელიც ქმნის ქართულ კულტურას, არის დარგის პროფესიონალი, გული შესტკივა და უყვარს ეს სფერო - იმედი მაქვს, გავამართლებ იმ ნდობას, რომელიც პრემიერმა და გუნდმა გამომიცხადა

მაია ბითაძე: სფეროში მოვდივარ მრავალწლიანი სახელმწიფო სამსახურებრივი გამოცდილებით და დიდი სურვილით, მოვუსმინო თითოეულ იმ ადამიანს, რომელიც ქმნის ქართულ კულტურას, არის დარგის პროფესიონალი, გული შესტკივა და უყვარს ეს სფერო - იმედი მაქვს, გავამართლებ იმ ნდობას, რომელიც პრემიერმა და გუნდმა გამომიცხადა

სფეროში მოვდივარ მრავალწლიანი სახელმწიფო სამსახურებრივი გამოცდილებით და დიდი სურვილით, მოვუსმინო თითოეულ იმ ადამიანს, რომელიც ქმნის ქართულ კულტურას, არის დარგის პროფესიონალი, გული შესტკივა და უყვარს ეს სფერო, - განაცხადა კულტურის მინისტრმა მაია ბითაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.

მაია ბითაძემ პრემიერ-მინისტრს და მმართველ გუნდს გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა.

„ეს გადაწყვეტილება ჩემთვის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა და ნდობაა. კარგად ვიაზრებ პასუხისმგებლობის იმ ხარისხს, რომელიც მე მაკისრია როგორც გუნდის, ასევე თითოეული იმ ადამიანის წინაშე, ვინც ქმნის ქართულ კულტურას. კულტურა, ეს არა მხოლოდ შემოქმედება და კულტურული მემკვიდრეობაა, არამედ, ეს ჩვენი ერის თვითმყოფადობის, იდენტობის ნაწილია და სწორედ ის ენაა, რითაც ჩვენ უნდა ვესაუბროთ მთელს მსოფლიოს. დიდი მადლობა მინდა ვუთხრა მთელ გუნდს, ჩემს კოლეგებს, ყველა იმ ადამიანს, რომლებთან ერთადაც წლებია ვემსახურები ჩვენს ქვეყანას. კარგად მესმის, თუ რა დიდი გზა გვაქვს გასავლელი. იმედი მაქვს, რომ წარმატებული იქნება ჩვენი საქმიანობა, ღირსეულად გავართმევ თავს იმ ნდობას და პასუხისმგებლობას, რომელიც გუნდმა დამაკისრა. სფეროში მოვდივარ მრავალწლიანი სახელმწიფო სამსახურებრივი გამოცდილებით და დიდი სურვილით, რომ მოვუსმინო თითოეულ იმ ადამიანს, რომელიც ქმნის ქართულ კულტურას და ასევე არის დარგის პროფესიონალი, გული შესტკივა და უყვარს ეს სფერო. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ, იმედი მაქვს, გავამართლებ იმ ნდობას, რომელიც პრემიერმა და გუნდმა გამომიცხადა“, - განაცხადა მაია ბითაძემ.