არჩილ გორდულაძე: მივეცით შანსი „გახარიელებს“, რომ დაბრუნებულიყვნენ კონსტიტუციურ ჩარჩოებში, მაგრამ მათი ნებისმიერი განცხადება, პოლიტიკა ისევ და ისევ ანტიკონსტიტუციური საქმიანობის გაგრძელებაა

არჩილ გორდულაძე: მივეცით შანსი „გახარიელებს“, რომ დაბრუნებულიყვნენ კონსტიტუციურ ჩარჩოებში, მაგრამ მათი ნებისმიერი განცხადება, პოლიტიკა ისევ და ისევ ანტიკონსტიტუციური საქმიანობის გაგრძელებაა

მივეცით შანსი „გახარიელებს“, რომ დაბრუნებულიყვნენ კონსტიტუციურ ჩარჩოებში, მაგრამ მათი ნებისმიერი განცხადება, პოლიტიკა ისევ და ისევ არის ანტიკონსტიტუციური საქმიანობის გაგრძელებაა, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ.

მისი თქმით, მიუხედავად მცდელობისა, რომ გახარიას პარტია გაემიჯნოს „ნაციონალურ მოძრაობას“, მათ მაინც აერთიანებთ არაკონსტიტუციური ნაბიჯები.

„მათ ჰქონდათ კავშირი შეკრული 4 მუნიციპალიტეტში და ახლა პარლამენტში ზის ადამიანი, რომელიც 2021-2025 წლებში იყო ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარე და რომ არა „ნაციონალურ მოძრაობასთან“ კავშირი, ის ამ პოლიტიკურ თანამდებობას ვერ დაიკავებდა. ახლა გამოდის და ამბობს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ თურმე გულზე არ ეხატება. მივეცით შანსი „გახარიელებს“, რომ დაბრუნებულიყვნენ კონსტიტუციურ ჩარჩოებში, მაგრამ მას შემდეგ, რაც მათ შემოადგეს ფეხი საქართველოს პარლამენტის სხდომათა დარბაზში თუ საკომიტეტო განხილვებზე, არაერთ შემთხვევაში მათი ნებისმიერი განცხადება, პოლიტიკა ისევ და ისევ გაგრძელებაა ანტიკონსტიტუციური საქმიანობისა“, - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

ქვეყნის განვითარებისთვის საფრთხის შემქმნელი პარტიები პოლიტიკის მიღმა უნდა იყვნენ - ასე ხსნის მმართველი გუნდი საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილ სარჩელს. კონსტიტუციური ჩარჩოს მიღმა მოქმედებების გამო, გახარიას პარტიას „ქართული ოცნება“ ასაკრძალი პარტიების სარჩელის ჩამონათვალში ამატებს.