ერიკ ტრამპი: საქართველოსთვის „ტრამპთაუერი“ მოიტანს იმას, რომ მთელი მსოფლიოს თვალები მოპყრობილი იქნება მისკენ, გვინდა, საქართველო მართლაც მოექცეს მსოფლიო რუკაზე

ერიკ ტრამპი: საქართველოსთვის „ტრამპთაუერი“ მოიტანს იმას, რომ მთელი მსოფლიოს თვალები მოპყრობილი იქნება მისკენ, გვინდა, საქართველო მართლაც მოექცეს მსოფლიო რუკაზე

საქართველოსთვის „ტრამპთაუერი“ მოიტანს იმას, რომ მთელი მსოფლიოს თვალები მოპყრობილი იქნება საქართველოსკენ. დილით ბევრი ინტერვიუ მივეცი, ხმაც კი ჩამეხლიჩა, ვისაუბრე საქართველოზე, ამას ვაკეთებთ ხოლმე, რადგან ეს არის მსოფლიოში ნამდვილად ყველაზე ცნობილი და ძალიან ფართომასშტაბიანი უძრავი ქონების ბრენდი, – ამის შესახებ „ტრამპ ორგანიზაციის“ აღმასრულებელმა ვიცე-პრეზიდენტმა, ერიკ ტრამპმა განაცხადა.

როგორც ერიკ ტრამპმა თბილისში, „ტრამპთაურის“ ოფიციალურ საერთაშორისო ღონისძიებაზე ვიდეოჩართვისას განაცხადა, როდესაც „ტრამპტაუერი“ თბილისში შემოვა, ქალაქი უფრო შესამჩნევი გახდება.

„ახლა მოხდება განვითარების და დეველოპმენტის ახალი სტანდარტის განსაზღვრა და რადგანაც ჩვენ დიდ ყურადღებას ვაქცევთ ხარისხს, ადგილმდებარეობას, გვინდა, საქართველო მართლაც მოექცეს მსოფლიო რუკაზე და დიდი ყურადღება იქნეს გამოჩენილი საქართველოს მიმართ. ნიუ იორკში არის ყველაზე ცნობილი ცენტრალური პარკი და ჩვენ ახლა ვსაუბრობთ იმაზე, რომ იქ ყველაზე მაღალი შენობა არის 65-სართულიანი. გვიხარია, რომ მსგავსი ინიციატივა საქართველოშიც იქნება. დარწმუნებული ვარ, რომ ზუსტად ასეც მოხდება. ძალიან მიხარია, რომ ნიუ იორკის ცენტრალური პარკის გარდა, თბილისშიც, ცენტრალურ პარკთან იქნება ტრამპ თაუერი და ეს იქნება მართლაც გაგრძელება იმისა, რაც მამაჩემმა დაიწყო და ბევრი წლის წინ განახორციელა. ეს სახელი არის ძალიან მნიშვნელოვანი, ძალიან დიდებული. ეს შენობა არის მართლაც ფანტასტიკური და ეს გუნდი არის შესანიშნავი. ეს იქნება ისეთი პროექტი, რომელიც ნამდვილად იქნება საინტერესო მომავალი წლების განმავლობაში“, – განაცხადა ერიკ ტრამპმა.