ზაზა დობორჯგინიძე: იპოდრომზე „ტრამპ ტაუერი“ იხსნება, ერიკ ტრამპი მთავრობას ეკონომიკურ ზრდას უწონებს, ამ დროს კი გვყავს ოპოზიცია, რომელიც ითხოვს ანაკლიის პორტისთვის ტრამპის სახელის დარქმევას და ჯო უილსონის მეგობარი აქტს ელოდება
იპოდრომზე ტრამპ ტაუერი იხსნება, ერიკ ტრამპი მთავრობას ეკონომიკურ ზრდას უწონებს, ამ დროს კი გვყავს ოპოზიცია, რომელიც ითხოვს ანაკლიის პორტისთვის ტრამპის სახელის დარქმევას და ჯო უილსონის მეგობარი აქტს ელოდება, - წერს პოლიტიკის ექსპერტი ზაზა დობორჯგინიძე.
მისი თქმით, ერთი პარტიაც კი არაა ვისაც ანტი-ტრამპ პლატფორმის შექმნის იდეოლოგიური, ინტელექტუალური და პოლიტექნოლოგიური რესურსი აქვს.
„იპოდრომზე ტრამპ ტაუერი იხსნება, ერიკ ტრამპი მთავრობას ეკონომიკურ ზრდას უწონებს, ირანის სამოქალაქო ავიაციის წინააღმდეგ სანქციებს შევუერთდით. ამ დროს კი გვყავს ოპოზიცია, რომელიც საქართველოში ებრძვის პრო-ირანულ რეჟიმს, ითხოვს ანაკლიის პორტისთვის ტრამპის სახელის დარქმევას და ჯო უილსონის მეგობარი აქტს ელოდება.
ერთი პარტიაც კი არაა ვისაც ანტი-ტრამპ პლატფორმის შექმნის იდეოლოგიური, ინტელექტუალური და პოლიტექნოლოგიური რესურსი აქვს და პოსტ-ტრამპ რეალობაში ოცნებასთან დასაპირისპირებლად ემზადება, ან დემოკრატებს ელაპარაკება, ან ბრიტანეთი/კანადის გარშემო შემოკრებილ საშუალო ძალების ალიანსს, ამერიკის ინსტიტუციური ურყვნელობის რწმენას ბოლომდე არ დაკარგავენ“, - წერს დობორჯგინიძე.