სუს-ის ახალი უფროსობის კანდიდატ თამაზ ბორაშვილს თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის სხდომაზე უსმენენ

სუს-ის ახალი უფროსობის კანდიდატ თამაზ ბორაშვილს თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის სხდომაზე უსმენენ

თამაზ ბორაშვილს თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის სხდომაზე უსმენენ. კომიტეტი მას შემდეგ დაიხურა, რაც სუს-ის ახალი უფროსობის კანდიდატმა სიტყვით გამოსვლა დაასრულა და სხდომა კითხვა-პასუხის რეჟიმზე გადავიდა.

დღესვე პარლამენტის პლენარულ სხდომაზე კენჭისყრა გაიმართება. კანონის თანახმად, პარლამენტი სუს-ის უფროსს სრული შემადგენლობის უმრავლესობით, 6 წლის ვადით ირჩევს.

პრემიერ-მინისტრმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე თამაზ ბორაშვილი 14 სექტემბერს წარადგინა.